weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისის ციფრული ბანკით თანხის განაღდება QR კოდითაა შესაძლებელი

14:50 ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის ციფრული ბანკით თანხის განაღდება ბარათის გარეშე, მხოლოდ QR კოდითაა შესაძლებელი. თანხის QR კოდით განაღდება არ საჭიროებს ბარათის ბანკომატში განთავსებას, რაც არსებულ პროცესთან შედარებით, გაცილებით სწრაფი და მარტივია და კიდევ უფრო ზოგავს მომხმარებლის დროს.

ინოვაციური სერვისით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის ციფრულ ბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში, QR ნიშანი უნდა აირჩიოს, დაასკანეროს კოდი ბანკომატის ეკრანზე, შეიყვანოს სასურველი თანხა და  ბარათი და თანხის განაღდება დაადასტუროს SMS-ით.

QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენთიფიკაცია ბიომეტრიულად - თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. თანხის QR კოდით განაღდება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბანკომატიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

თიბისის ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის გუნდი მათ კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეს შესთავაზებს.

თანხის QR კოდით განაღდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/qr-campaign

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]